1. ,,დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმების“ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმების სამუშაოების განხორციელების პროცედურებს და მისი მოქმედება ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ატარებენ დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველად და პერიოდული დამოწმების სამუშაოებს.
2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია პროცედურები და ზეგავლენის მქონე ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია დამოწმებისადმი სწორი მიდგომის შერჩევასთან.
3. პირველადი და პერიოდული დამოწმების ჩატარება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (შემდგომში - დამმოწმებლები).
4. პირველადი დამოწმების მიზანია უზრუნველყოს ექსპლუატაციაში გაშვებამდე დაკანონებული გაზომვის საშუალებების შესაბამისობა დამტკიცებულ ტიპთან, რის საფუძველზეც დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლები მოქცეულია დასაშვებ ზღვრებში და გაზომვის საშუალება სათანადოდ ფუნქციონირებს.
5. პერიოდული დამოწმების მიზანს წარმოადგენს უკვე დაკანონებული გაზომვის საშუალებების მდგრადი მუშაობის უზრუნველყოფ