1. გაზომვის საშუალებების დამოწმება არის ორი სახის: პირველადი და პერიოდული.

2. პირველადი დამოწმება

ა) გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმება არის გამოცდებისა და ვიზუალური ექსპერტიზების სერია, რომელიც ტარდება იმის დასადგენად შეესაბამება თუ არა განსაზღვრული ტიპის ასლის სახით დამზადებული გაზომვის საშუალება ამ ტიპს და არსებულ რეგლამენტებს; არის თუ არა აღნიშნული ტიპის ასლის მეტროლოგიური მახასიათებლები პირველადი დამოწმებისათვის მოთხოვნილ ზღვრებში. თუკი გაზომვის საშუალება გაივლის ყველა გამოცდას და გამოკვლვას, მაშინ ის ჩაითვლება იურიდიულად ვარგისად, რაც დასტურდება დამოწმების დაღის დატანითა და დამოწმების მოწმობის გაცემით. ადრე დაუმოწმებელ ნებისმიერ გაზომვის საშუალებას შეუძლია გაიაროს პირველადი დამოწმება;

ბ) პირველადი დამოწმების მოთხოვნები, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა შეეხოს გაზომვის საშუალების ტიპს, გაზომვის საშუალების კატეგორიას, ტიპის სიზუსტის კლასს ან ნებისმიერი გაზომვის საშუალების გამოყენების კონკრეტულ სფეროს.

3. პერიოდული დამოწმება

ა) გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმება არის გამოცდებისა და ვიზუალური ექსპერტიზების სერია, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება დამმოწმებელის მიერ იმის დასადგენად აგრძელებს თუ არა გამოყენებული გაზომვის საშუალება ბოლო დამოწმების შემდეგ წესებთან შესაბამისობას და ინარჩუნებს თუ არა თავის მეტროლოგიურ მახასიათებლებს მოთხოვნილ ზღვრებში. თუკი გაზომვის საშუალება გაივლის ყველა გამოცდასა და გამოკვლევას მაშინ ის კვლავ ჩაითვლება იურიდიულად ვარგისად, რაც დასტურდება დამოწმების დაღმის დატანით და დამოწმების მოწმობის გაცემით;

ბ) თუ პერიოდული დამოწმება ხდება გაზომვის საშუალებების ერთობლიობიდან ნიმუშების შერჩევით, მაშინ დამოწმების დადებითი შედეგის შემთხვევაში ამ ერთობლიობის ყველა გაზომვის საშუალება ჩაითვლება დამოწმებულად;

გ) პერიოდული დამოწმების მოთხოვნები განსხვავდება პირველადი დამოწმების მოთხოვნებისაგან და ხშირად ნაკლებად მკაცრია. ეს მოთხოვნები, კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა ეხებოდეს გაზომვის საშუალების ტიპს ან სიზუსტის კლასს, კატეგორიას ან ნებისმიერი გაზომვის საშუალების გამოყენების კონკრეტულ სფერო