წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტიპის ასლი - ცალკეული გაზომვის საშუალება, რომელიც დადგენილ ზღვრებში ყველა პარამეტრით შეესაბამება მოცემულ ტიპს.
შენიშვნა: ტიპის დამტკიცება - დადგენილ მოთხოვნებთან ტიპის შესაბამისობის აღიარება, რაც უზრუნველყოფს, რომ მოცემული ტიპის გაზომვის საშუალებები დაშვებულია გამოყენებისათვის, როგორც დაკანონებული გაზომვის საშუალებები და წარდგენილ იქნეს პირველად დამოწმებაზე;
ბ) იურიდიული ვარგისობა - დაკანონებული გაზომვის საშუალებების თვისება, რომლის საშუალებითაც ტიპის დამტკიცების და დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში ოფიციალურად იქნება აღიარებული იურიდიულად ვარგისად;
გ) გაზომვის საშუალების გამოყენება - გაზომვის საშუალების ტიპის კონკრეტული ასლისათვის განსაზღვრა ყველა იმ გაზომვების, რომელთათვისაც ის შეიძლება იქნეს გამოყენებული, ასევე ყველა იმ პირობების, რომელთა მიხედვითაც ეს გაზომვები ჩაითვლება დაკანონებულად;
დ) გამოსაცდელი ნიმუში - ფიზიკური ობიექტი, მოწყობილობა ან მასალა, რომელიც ექვემდებარე გაზომვას და აღწარმოებს გასაზომ ან დასაკალიბრებელ ფიზიკურ სიდიდეს;
ე) ბრმა გამოსაცდელი ნიმუში (ბრმა მასალის ნიმუში) - უცნობი გამოსაცდელი ნიმუში (ან მასალის ნიმუში), რომელიც წარმოდგენილია ორგანიზაციაში, აღნიშნული ორგანიზაციის გაზომვების შესაძლებლობების შესაფასებლად;
ვ) ორმაგი ბრმა გამოსაცდელი ნიმუში (ორმაგი ბრმა მასალის ნიმუში) - ბრმა გამოსაცდელი ნიმუში, გამოყენებული იმ დამატებითი პირობით, რომ ორგანიზაციის პერსონალისათვის, რომლის შესაძლებლობების შეფასება ხდება, არაა ცნობილი იმის შესახებ, რომ გამოსაცდელი ნიმუში სინამდვილეში წარმოადგენს ბრმა გამოსაცდელ ნიმუშს (ან ბრმა მასალის ნიმუშს);
ზ) საკანონმდებლო მეტროლოგია - მეტროლოგიის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო (დადგენილი) მოთხოვნების შედეგად წარმოქმნილ საქმიანობასთან, რომელსაც ახორციელებს საკანონმდებლო მეტროლოგიის ინსტიტუტი და მოიცავს გაზომვებს, გაზომვის ერთეულებს, გაზომვის საშუალებებს და გაზომვის მეთოდებს;
თ) მეტროლოგიის ინსტიტუტი - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მეტროლოგიური საქმინაობის ორგანიზებისა და განხორციელების უფლება;
ი) დამმოწმებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ატარებს დამოწმებას საქართველოს კანონმდებლობი შესაბამისად;
კ) დამოწმების სპეციალისტი - დამმოწმებლის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ატარებს დამოწმების სამუშაოებს;
ლ) დაკალიბრება – განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონებით (გაზომვის სტანდარტით) უზრუნველყოფილ სიდიდის მნიშვნელობებსა (გაზომვის განუსაზღვრელობებით) და შესაბამის ჩვენებებს (მათთან დაკავშირებული გაზომვის განუსაზღვრელობებით) შორის და მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად;
მ) მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელი თავის საქმიანობაში იყენებს გაზომვის საშუალებას;
ნ) დამოწმება – პროცედურა, რომელიც მოიცავს ექსპერტიზას და გაზომვის საშუალების ნიშანდებას ან/და დამოწმების მოწმობის გაცემას, რომელიც ადასტურებს, რომ გაზომვის საშუალება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
II. დამოწმე