1. პერიოდული დამოწმება ტარდება დაკანონებული გაზომვის საშუალებისათვის იურიდიული ვარგისობის შენარჩუნების დადგენის მიზნით, აგრეთვე ამ სტატუსის დადასტურებისათვის ან მოხსნისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, რათა განხორციელდეს მისი აღდგენის ღონისძიებები.
2. შესაძლებელია დამოწმდეს ტიპის თითოეული დაკანონებული გაზომვის საშუალება ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების მოცემული ერთობლიობის სათანადო ნიმუში.
3. ერთობლიობის მხოლოდ ნიმუშის პერიოდული დამოწმება ტარდება ექსპლუატაციაში მყოფი დაკანონებული გაზომვის საშუალებების შესაბამისობის მისაღები მუდმივი დონის უზრუნველსაყოფად.
4. პერიოდული დამოწმება შესაძლოა ეხებოდეს არა მარტო დაკანონებულ გაზომვის საშუალებას, არამედ შესაძლოა ჩატარდეს მისი დაყენების, ექსპლუატაციის, გაზომვის პროცესის სისწორისა და გარემო პირობების შემოწმების, აგრეთვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღმოჩენის მიზნით.
5. პერიოდული დამოწმება ტარდება დადგენილი ინტერვალის გასვლის (თუ არ არის სხვა საფუძველი) ან დაკანონებული გაზომვის საშუალების მუშაობის შესაძლო გაუარესების, კომპონენტების დაძველების და ცვეთის, მტვრის ან ჭუჭყის მოხვედრის შედეგად, გარემოს ზემოქმედების შედეგად, ისეთი როგორიცაა არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეული ვიბრაცია და დარეგულირება. ზოგიერთი დაკანონებული გაზომვის საშუალება განსაკუთრებით ექვემდებარება ასეთ ზემოქმედებას მექანიკური დარტყმების და ძაბვის მკვეთრი ცვალებადობის, ზუსტი მიმართვის ან ზემოქმედებისადმი დაბალი წინაღობის გამო.
6. შესაბამისობის დონის შენარჩუნება ან პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ცალკეულ დაკანონებული გაზომვის საშუალებებთან, ტიპთან, მწარმოებლებთნ, გამოყენების სფეროებთან ან ექსპლუატაციის ადგილთან, ასევე შესაძლოა გახდეს პერიოდული დამოწმების მიზეზი. პერიოდული დამოწმების მიზეზი შეიძლება იყოს დაკანონებული გაზომვის საშუალების არადამაკმაყოფილებელი მუშაობა ან შემოსული საჩივრები, რომლებიც შეიძლება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვების ჩატარების საფუძველი გახდე