1. პირველადი დამოწმების შედეგი შეიძლება იყოს

ა) დაკანონებული გაზომვის საშუალების მიღება

ბ) დაკანონებული გაზომვის საშუალების დაწუნება,გ) დაკანონებული გაზომვის საშუალების მიღება სპეციალური პირობების შესრულების შემდეგ.

2. დაკანონებული გაზომვის საშუალების მიღება ნიშნავს, რომ დაკანონებული გაზომვის საშუალება ჩითვლება იურიდიულად ვარგისად და დაკანონებული გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ბეჭედი ან დაღი, და გაიცემა მოწმობა.

3. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება პასუხობს პერიოდული დამოწმების მოთხოვნებს მაშინ ის კვლავ ჩიათვლება იურიდიულად ვარგისად და დარჩება ექსპლუატაციაში.

4. თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება აღიარებულია უვარგისად, მომხმარებელს უნდა ეცნობოს ამის მიზეზი და, თუ ეს საჭიროა, მიეცეს რეკომენდაციები დაკანონებული გაზომვის საშუალების იურიდიულად ვარგისის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირები