1.დამოწმების დაღები და ბეჭდები გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების სპეციალისტის მიერ.
2.დამოწმების შედეგიდან გამომდინარე გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ან წუნდების დაღი ან ბეჭედი, რათა ნაჩვენები იყოს გაზომვის საშუალების სტატუსი და მისი ხანგრძლივობა.
3.თუ დაკანონებული გაზომვის საშუალება კარგავს იურიდიულად ვარგისის სტატუსს მას უნდა მოეხსნას დამოწმების დაღი.
4.გაზომვის საშუალების მთლიანობის, დაკალიბრების, აწყობის, პროგრამული უზრუნველყოფის და ა. შ. დაცვის მიზნით გაზომვის საშუალებაზე დაიდება სხვადასხვა სახის ბჟენები ან დაიტანება დაღები.
5.ფასგამომთვლელ გაზომვის საშუალებებში საქონლის ერთეულზე ფასის ცვალებადობისას გაზომვის საშუალების რაოდენობრივ და გამომთვლელ ნაწილებს აქვთ ბჟენები, მაშინ, როცა ფასის შემნახველ ნაწილს ჩვეულებრივ არ პლომბავენ, თუ ფასის კონტროლის ფუნქციის და მეტროლოგიურ ფუნქციის ექსპერტიზა ერთდროულად არ განხორციელდ