1.დამოწმების პროცესის ეფექტურობა და შედეგების უტყუარობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თვით პროცესის კონტროლზე.
2.დამოწმების კონტროლის პროცესი მოიცავს დამოწმების ჩატარების წესს, მეთოდიკას, დამოწმების ჩამტარებელ პერსონალს და მოწყობილობებს; დამოწმებებს შორის ინტერვალებს; ნიმუშების შერჩევის გეგმას; მომხმარებლის მონაწილეობას; დამოწმების ჩატარების ადგილსა და დროის შერჩევას და თვით პროცესის კონტროლის ნებისმიერ სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ ზომებს.
3.შედგენილი კონტროლის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს კონტროლირებად პროცესში ცვლადების არსებობას დამოწმებას დაქვემდებარებული გაზომვის საშუალებების ერთობლიობაში, მიმდინარე დამოწმების პროცესს, და ამ ცვლადების შეფასების მეთოდს; ის აგრეთვე უნდა ადგენდეს რომელი მონაცემები უნდა იყოს რეგისტრირებული.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა შენახვის წესმა არ უნდა გაართულოს მათი მოძიება, ხოლო თვით მონაცემები უნდა იყოს პერიოდულად გაანალიზებული როგორც კონტროლირებადი ცვლადების ფუნქცია შესაბამისობის დონისათვის. ანალიზის შედეგების მიხედვით უნდა გატარდეს ღონისძიებები როგორც თვით დამოწმების პროცესის გაუმჯობსებისათვის, ასევე გაზომვის საშუალებების დასამოწმებელი ერთობლიობის შესაბამისობის საფუძვლების გაუმჯობესებისათვი