1. მონაცემების ანალიზის შედეგების საფუძველზე მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დამოწმების ძირითად მიზანს წარმოადგენს დაკანონებული გაზომვის საშუალებებით შესრულებული გაზომვების ცდომილებების მინიმუმამდე დაყვანა და ცალკეული გაზომვის საშუალებისათვის იურიდიულად ვარგისის სტატუსის მინიჭება, გაუქმება ან შეჩერება მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებათაგანია.

2. ღონისძიებები, რომლებიც ეფუძნება მონაცემთა ანალიზს, არ შეიძლება პირდაპირ უკავშირდებოდეს ცალკეულ გაზომვის საშუალებებს, არამედ შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო განსაზღვრული პრობლემის ზოგად მიზეზებს.

3. მეტროლოგიის ინსტიტუტი ან სხვა დამმოწმებლები უნდა ესწრაფოდნენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, გამოავლინონ პრობლემები თავიანთ მუშაობაში ცვლილებების შეტანის გზით, შესთავაზოს დამამზადებლს ან მომხმარებელს შეიტანოს დასაშვები და საჭირო ცვლილებები, ან დამტკიცებულ ტიპსა ან/და რეგლამენტებშ