1. თითოეული გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმების დაწყების წინ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დადგენილი ნორმალური პირობები და გამოცდა უნდა ჩატარდეს დამმოწმებელის მიერ, რომელიც უნდა ეცადოს დაიყვანოს მინიმუმამდე ყველა ცდომილება, გარდა გაზომვის საშუალების ძირითადი ცდომილებისა.
2. დამმოწმებელმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა უზრუნველყოს გაზომვის საშუალების ექსპლუატაციის პირობების იდენტური პირობები. მას შეუძლია გამოვიდეს კლიენტის როლში ან გამოიყენოს ორმაგი ბრმა საგამოცდო ნიმუშები; ამასთან, გაზომვები უნდა ტარდებოდეს მომხმარებლის ჩვეულებრივი პერსონალის მიერ.
3. პერიოდული დამოწმებისას გაზომვის საშუალების მუშაობას, ანუ დასამოწმებელი გაზომვის საშუალების ცდომილებას ეთმობა მეტი ყურადღება, ვიდრე პირველადი დამოწმებისას. დასამოწმებელი დამხმარე მახასიათებლები მოიცავს მხოლოდ იმ მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში ან გაზომვის საშუალების ექსპლუატაციის პროცესში.(მაგალითად, გაზომვის საშუალების მექანიკური ან ელექტრული ნული, განმეორებადობა ან მგრძნობიარობის ზონა, ან ჩადგმული ეტალონების სიზუსტე).
4. დამმოწმებელმა ასევე უნდა მიაქციოს ყურადღება გაზომვის საშუალების სათანადო განთავსებას, გაზომვის საშუალების ჩვენებების ხილვადობას, მოთხოვნილი წარწერიანი ფირფიტის არსებობას, გამაფრთხილებელ წარწერებს, დაღებს, ბჟენების მთლიანობას.
5. გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმებისას ყველა საჭირო მონაცემები რეგისტრირდება.
6. გაზომვის საშუალებების პერიოდული დამოწმებისას წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, დამმოწმებელი გაზომვის საშუალებაზე დაიტანს დაღს და გასცემს დამოწმების მოწმობას.
7. ნიმუშების შერჩევით პერიოდული დამოწმების ძირითად მიზანს წარმოადგენს გაზომვის საშუალებების ერთობლიობის, რომელსაც უტარდება დამოწმება ნიმუშების შერჩევით, შესაბამისობის საერთო დონის უზრუნველყოფა.
8. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები ფართოდ უნდა გამოიყენებოდეს არა მარტო დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზების აღმოსაფხვრელად, არამედ ძალების კონცენტრაციისათვის გაზომვის საშუალებების ერთობლიობის შედარებით ნაკლად შესაბამის სეგმენტზე, გაუმართავი გაზომვის საშუალებების რაც შეიძლება მეტი რაოდენობის სწრაფად გამოვლენისათვის.
9. ყოველი დამოწმებისათვის ნიმუში შეიძლება შერჩეულ იქნეს სხვადასხვა მეთოდით: მათ შორის მთლიანი ერთობლიობიდან შემთხვევითი ამონაკრებით; ერთობლიობის ნაწილიდან შემთხვევითი ამონაკრებით, რომელიც არ არის დამოწმებული ბოლო ერთი, ორი ან სამი დამოწმებისას; ან ამონაკრებით, რომლის დროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გაზომვის საშუალებებს, რომელთა მუშაობა არ იქნა აღიარებული მისაღებად წინა დამოწმების დრო