2. დანართ №1-ის „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) ლაბორატორიული გამოკვლევისას, რუტინული მეთოდის გამოყენებით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, მიღებული შედეგის გადამოწმება უნდა მოხდეს რეფერენტული მეთოდით.
3. სადავო შემთხვევებში, ლაბორატორიის მიერ განხორციელებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები უნდა გადამოწმდეს რეფერენს-ლაბორატორიაში. გადამოწმების ხარჯებს, დადასტურების შემთხვევაში, გაიღებს მოდავე მხარე.
4. თუ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილი იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება), უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 − 23-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებები.
5. თუ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილი იქნება, რომ ნებადართული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების, ასევე დამაბინძურებლების ნარჩენების რაოდენობა აღემატება დასაშვებ ზღვარს, გატარებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ზომები.
6. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევები ეხება იმპორტირებულ ცხოველებს ან ცხოველურ პროდუქტს, წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, სააგენტოს მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ფერმის, წარმოშობის ან გაგზავნის საწარმოსთან დაკავშირებით, უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ზომებ