2. ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველური წარმოშობის პირველადი პროდუქტის გადამუშავებაზე, ვალდებულია განახორციელოს შიდა შემოწმების ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა:
ა) მიიღოს მხოლოდ ის ცხოველი, რომლის მიმართ არსებობს ცხოველის მფლობელის გარანტია, რომ დაცულია ნივთიერების (სუბსტანციის) ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები;
ბ) დარწმუნდეს, რომ ფერმაში გაზრდილი ცხოველი ან ცხოველური პროდუქტი, რომელიც მიეწოდა წარმოებას:
ბ.ა) არ შეიცავს ნარჩენებს, რომელთა რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს;
ბ.ბ) კვალის სახით არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას (სუბსტანციას) და საშუალებას.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) ბაზარზე განათავსოს მხოლოდ:
ა.ა) ცხოველი, რომლის მიმართ არ იქნა გამოყენებული არარეგისტრირებული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება, ან რომელსაც არ გაუვლია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად აკრძალული მკურნალობა (გამოყენება);
ა.ბ) ცხოველი, რომლის მიმართ გამოყენებული იქნა ნებადართული ნივთიერებები ან საშუალება და, შესაბამისად, გასულია ამ ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები;
ა.გ) პროდუქცია, რომელიც მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისგან.
4. თუ ცხოველი პირველადი გადამუშავებისათვის მიწოდებულ იქნა არა უშუალოდ მფლობელი ბიზნესოპერატორის, არამედ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირის მიერ, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ მფლობელ