ა) არარეგისტრირებული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება − ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება, რომლის გამოყენება ცხოველებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია;
ბ) აკრძალული მკურნალობა (გამოყენება) − არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების გამოყენება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების არამიზნობრივად ან არასწორად გამოყენება;
გ) ნარჩენი ნივთიერება − ფარმაკოლოგიური მოქმედების (აქტივობის) მქონე ნივთიერების (სუბსტანციის) ან/და საშუალების, ან მათი მეტაბოლიტების, ან სხვა ნივთიერების (სუბსტანციის) ნარჩენი რაოდენობა, რომელიც ცხოველურ პროდუქტში ხვდება ცხოველიდან და შესაძლებელია, მავნე ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;
დ) კომპეტენტური ორგანო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;
ე) ნიმუში − ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნარჩენების ან ნივთიერების (სუბსტანციის) გამოკვლევისათვის სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული ნიმუში, რომელსაც თან ახლავს ინფორმაცია ცხოველის სახეობის, ცხოველის ტიპის, ნიმუშის რაოდენობის, ნიმუშის აღების მეთოდის, ცხოველის სქესისა და ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის წარმოშობის შესახებ;
ვ) აკრედიტებული ლაბორატორია − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნარჩენების გამოკვლევაზე აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;
ზ) ცხოველის პარტია − ერთნაირ პირობებში, ერთ ადგილზე (ერთ სადგომში), ერთსა და იმავე დროს გამოზრდილი ერთი სახეობისა და ასაკის ცხოველების ჯგუფი;
თ) ბეტა-აგონისტი − ბეტა-ადრენომიმეტური საშუალება, ბეტა- ადრენოსტიმულატორი.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინებ