ა) დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოყენების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, მათი გამოყენების აკრძალვა ან დაშვება (რეგისტრაცია), დისტრიბუცია, ბაზარზე განთავსება და მათი გამოყენების წესები;
ბ) სააგენტოს შესაძლებლობები;
გ) აკრედიტებული ლაბორატორიები და მათი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
დ) ნებადართული ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების დასაშვები ზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) იმ ნივთიერებების (სუბსტანციების) ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან გამოვლენას, ანალიზის მეთოდები, შედეგების ინტერპრეტაციის სტანდარტები და დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) ასაღები ნიმუშების რაოდენობა და მათი დასაბუთება;
ვ) საკონტროლო ნიმუშების რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს წინა წლებში დაკლული შესაბამისი სახეობის ცხოველის რაოდენობის მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) საკონტროლო ნიმუშის აღების წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ წესების შესახებ, რომლებიც თან უნდა ახლდეს ნიმუშს;
თ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები იმ ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის მიმართ, რომლებშიც აღმოჩენილ იქნა ნარჩენებ