2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარი ვალდებულია, ფერმაში აწარმოოს ჟურნალი, რომელშიც შეტანილ იქნება ინფორმაცია ცხოველის ნებისმიერი მკურნალობის (გამოყენების) თარიღის, ხასიათის, ნამკურნალევი ცხოველების აღრიცხვის, გამოყენებული ნივთიერებისა (სუბსტანციის) და საშუალებების, მათი ორგანიზმიდან გამოდევნის ვადების შესახებ.

3. ბიზნესოპერატორი ასევე აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს ინფორმაცია მკურნალობის (გამოყენების)  თარიღისა და ხასიათის შესახებ. ეს ჩანაწერი უნდა იძლეოდეს სარწმუნო ინფორმაციას, რომ გამოყენებული ნივთიერებისა (სუბსტანციის) და საშუალებების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები დაცულია. ჟურნალი უნდა ინახებოდეს ხუთი წლის განმავლობაში.

4. ბიზნესოპერატორი და ვეტერინარი ვალდებულნი არიან სააგენტოს, სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარს მოთხოვნისთანავე, მიაწოდონ ინფორმაცია, რითაც დადასტურებული იქნება ფერმის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებ