1. ნარჩენების გამოკვლევა უნდა განხორციელდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში (შემდგომში − ლაბორატორია).
2. ლაბორატორია პასუხისმგებელია:
ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან ნარჩენების მონიტორინგის გეგმის ორგანიზებაში;
ბ) უზრუნველყოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
გ) მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიათაშორის გამოკვლევებში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2019.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 21/01/2016.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება