ა) დანართ №1-ის „ა“ ჯგუფით განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციისა და შეძენის დროს;
ბ) ცხოველის საკვების წარმოებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე;
გ) ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოების სრულ ჯაჭვში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს აკრძალული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) ან საშუალებების გამოვლენის მიზნით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცხოველის სუქების ან აკრძალული მკურნალობისათვის (გამოყენებისათვის).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული კონტროლისას, დასაბუთებული ეჭვის ან დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 − 23-ე მუხლებითა და 38-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები.
4. სასაკლაოზე ან აკვაკულტურის ცხოველებისა და თევზის პროდუქტების პირველი გაყიდვისას, შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლი შემცირდეს იმის გათვალისწინებით, თუ წარმოშობის ან გამგზავნი ფერმა არის ეპიდემიოლოგიური დაკვირვების ქვეშ, ან ხორციელდება ხარისხის მონიტორინგ