ა) ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ცხოველის, ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმის დასადგენად;

ბ) სრული ინფორმაცია ლაბორატორიული გამოკვლევებისა და მათი შედეგების შესახებ.

2. სააგენტომ უნდა განახორციელოს:

ა) სახელმწიფო კონტროლი ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმაში, რამდენადაც ეს საჭირო იქნება ნარჩენების არსებობის მიზეზების დასადგენად;

ბ) აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) შემთხვევაში, ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების წყაროს შესწავლა წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, მომარაგების, განაწილების ან გაყიდვის ეტაპებზე, საჭიროების მიხედვით;

გ) ნებისმიერი სხვა სახის დამატებითი კვლევა, რომელსაც სააგენტო მიიჩნევს საჭიროდ.

3. ცხოველი, რომელიც მკვეთრად არის განსაზღვრული და რომლისგანაც აღებულია ნარჩენების გამოკვლევისათვის ნიმუში, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე უნდა იმყოფებოდეს ფერმაშ