ა) თუ არსებობს ეჭვი ცხოველების აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) შესახებ, ცხოველებზე პასუხისმგებელ პირს, მფლობელს ან ფერმაზე პასუხისმგებელ ვეტერინარს მოსთხოვოს მკურნალობის (გამოყენების) დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი;
ბ) თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებული იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება) ან არარეგისტრირებული ნივთიერებების (სუბსტანციების) ან საშუალებების გამოყენება, ან თუ ჩნდება ეჭვი მათ გამოყენებაზე, განახორციელოს:
ბ.ა) შერჩევითი კონტროლი ცხოველების წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში, ასეთი აკრძალული მკურნალობის (გამოყენების), განსაკუთრებით იმპლანტატების ნებისმიერი კვალის გამოვლენის მიზნით. ასეთი კონტროლი შეიძლება მოიცავდეს ნიმუშის აღებას;
ბ.ბ) კონტროლი, აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების ან არარეგისტრირებული ნივთიერებების ან საშუალებების გამოვლენის მიზნით, ფერმაში (სადგომში), სადაც ხდება ცხოველის გამრავლება, შენახვა ან სუქება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადმინისტრაციულად დაკავშირებულია ასეთ ფერმასთან), ან ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში. ამ მიზნით, აუცილებელია, აღებულ იქნეს ნიმუშები:
ბ.ბ.ა) ცხოველის საკვებიდან;
ბ.ბ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლიდან;
ბ.გ) შერჩევითი კონტროლი ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში:
ბ.გ.ა) ცხოველის საკვების;
ბ.გ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის;
ბ.გ.გ) აკვაკულტურის ცხოველებისათვის − იმ წყალსატევის შერჩევითი შემოწმება, სადაც მოხდა მათი დაჭერა;
ბ.დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმებები;
ბ.ე) ყველა სახის კონტროლი, რომელიც აუცილებელია არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) და საშუალების, ასევე ამ ნივთიერებითა (სუბსტანციით) ან საშუალებით ნამკურნალევი ცხოველის და ცხოველური პროდუქტის წარმოშობის დადგენისათვის.
2. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად, იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენის რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარ