2. მონიტორინგის გეგმით:
ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ზოგიერთი ნივთიერების (სუბსტანციის) ან ნარჩენის გამოვლენა, ცხოველის ტიპის მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის − „ნარჩენებისა და ნივთიერებების (სუბსტანციების) ჯგუფები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოკვლევას ცხოველის ტიპის, ცხოველის საკვების, მათ შორის სასმელი წყლის, ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებში“ − შესაბამისად;
ბ) უნდა განისაზღვროს ღონისძიებები ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოვლენისათვის:
ბ.ა) ცხოველში;
ბ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილ სასმელ წყალში;
ბ.გ) ყველა იმ ადგილზე, სადაც ხდება ცხოველის მოშენება ან შენახვა;
გ) უნდა განისაზღვროს ღონისძიებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების გამოვლენისათვის ცოცხალ ცხოველში, მათ ექსკრემენტში, ბიოლოგიურ სითხეში, ქსოვილებში, ასევე ხორცში, რძეში, კვერცხსა და თაფლში;
დ) ნიმუშის აღების ეტაპები და სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებ