ა) ამ პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელებისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეადგინოს ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ნარჩენების მონიტორინგის გეგმა;

ბ) მონიტორინგის განხორციელებისას უზრუნველყოს ნარჩენების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სამსახურების კოორდინაცია. ასეთი კოორდინაცია უნდა განხორციელდეს მეცხოველეობის ფერმებში აკრძალული, არარეგისტრირებული ან/და ნებადართული ნივთიერებებითა (სუბსტანციებით) ან საშუალებებით აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) აღკვეთის მიზნით;

გ) ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელებით მიღებული შედეგებისა და გამოყენებული საშუალებების შეფასების მიზნით, უზრუნველყოს მონიტორინგის გეგმის მონაცემების შეგროვება.

2. ეს მუხლი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფრო კონკრეტული წესების გამოყენებას ცხოველის კვების მონიტორინგის განხორციელებისათვი