1. ეს წესი ვრცელდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე, (შემდგომ – საწარმო), რომელიც ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2.საწარმო უზრუნველყოფს  სააერნაოსნო  მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას.

3.საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს სააერნაოსნო მომსახურების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ის ტექნიკური საშუალება/სისტემა, რომელიც აღიარებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ (შემდგომ – სააგენტო).

4. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო