1. მიწა-ჰაერი ხმოვანი კავშირგაბმულობა  იწარმოება 117.975–137 მჰც  რადიოსიხშირულ დიაპაზონში,  სადაც მინიმალური ასათვისებელი რადიოსიხშირე არის 118 მჰც, ხოლო  მაქსიმალური - 136.975 მჰც.

2. მიწა-ჰაერი ხმოვანი კავშირგაბმულობის საშუალებების გამოსხივება უნდა იყოს ისეთი სიმძლავრის, რომ  სააერნაოსნო მობილური მომსახურების გაწევა განხორციელდეს გამართულად.

3. მიწა-ჰაერი ხმოვანი კავშირგაბმულობა უნდა იწერებოდეს უწყვეტად და ინახებოდეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის სრული გადაფარვა  უზრუნველყოფილი უნდა იყოს 121.500 მჰც ავარიული და 123.100 მჰც  საძებნ-სამაშველო  რადიოსიხშირეებით.

5. 121.500 მჰც ავარიული  არხი დაცული უნდა იყოს ერთარხიანი სიმპლექსის ოპერირების ბაზაზე.

6. თუ მიწა-ჰაერი ხმოვანი კავშირგაბმულობის საშუალებები მუშაობენ ერთი და იგივე რადიოსიხშირეზე  (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც არსებობს ოპერატიული მოთხოვნა რომ რადიოსადგურების ჯგუფი უნდა მუშაობდეს ერთ კონკრეტულ რადიოსიხშირეზე), მათი გეოგრაფიული დაშორება უნდა განხორციელდეს ისეთი მანძილით, რომ მოხდეს არასასურველი სიგნალების 20 დეციბელამდე დაყვანა, ან უზურნველყოფილი უნდა იყოს მათი დაშორება  რადიოსადგურების რადიოჰორიზონტების ჯამური მანძილით.

7. იმ არეალში, სადაც მიწა-ჰაერი ხმოვანი კავშირგაბმულობის საშუალებები მუშაობენ  ან მოსალოდნელია მათი მუშაობა განხორციელდეს მომიჯნავე რადიო სიხშირეებზე (იმ შემთხვევების გარდა როდესაც არსებობს ოპერატიული მოთხოვნა იმისა, რომ რადიოსადგურების ჯგუფმა უნდა იმუშაოს ერთ კონკრეტულ ან/და მომიჯნავე რადიო სიხშირეებზე), მათი გეოგრაფიული დაშორება უნდა განხორციელდეს ისეთი მანძილით, რომ მოხდეს არასასურველი სიგნალების 14 დეციბელამდე დაყვანა ან უზურნველყოფილი უნდა იყოს მათი დაშორება რადიოსადგურების  რადიოჰორიზონტების ჯამური მანძილით