1. ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურება ხორციელდება რეგიონალური ჰაერსანაოსნო გეგმის საფუძველზე, რომელიც ადგენს იმ არეალს, სადაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურების OSI ან IPS აპლიკაცია.
2. ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურების ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, ან მათ მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დამყარება;
ბ) საჰაერო მოძრაობის სამსახურსა და საჰაერო ხომალდს შორის კავშირგაბმულობა (ATSC);
გ) საჰაერო მოძრაობის სამსახურებს შორის კავშირგაბმულობა;
დ) ჰაერსანაოსნო ადმინისტრაციული კავშირგაბმულობა (AAC).
3. ციფრული კავშირგაბმულობის მომსახურების OSI სისტემას უნდა გააჩნდეს „following directory services (DIR)“-ის მხარდაჭერის ფუნქცია, როდესაც დანერგილია სააერნაოსნო შეტყობინების მართვის სისტემა (AMHS) ან/და დანერგილია შემდეგი უშიშროების პროტოკოლები:
ა) ცნობარიდან ინფორმაციის აღდგენა; და
ბ) ცნობარიდან ინფორმაციის მოდიფიკაცია.
4. ჰაერი-მიწა ციფრულ კავშირგაბმულობას უნდა შეეძლოს ქვემოთ მოცემული მინიმუმ ერთი მომსახურების მხარდაჭერა:
ა) ავტომატური დამოკიდებული სარადიოლოკაციო სისტემა - კონტრაქტი ADS-C;
ბ) მეთვალყურე-პილოტი ციფრული კავშირგაბმულობის სისტემა CPDLC;
გ) საფრენოსნო ინფორმაციის მომსახურება (ATIS-ის და METAR-ის ჩათვლით);
5. ჰაერი-მიწა ციფრული კავშირგაბმულობის გაწევისას უნდა განხორციელდეს გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების გამოსახულების სახით წარმოდგენა და მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის ამობეჭდვა.
6. მიწა-მიწა ციფრულ კავშირგაბმულობის გამოყენებით ხორციელდება ქვემოთ მოცემული მომსახურებების მხარდაჭერა:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ტექნიკურ საშუალებების ციფრული კავშირგაბმულობა (AIDC);
ბ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინებების მართვის სისტემა (AMHS).
თავი III
სანავიგაციო მომსახურე