1. მომნიშვნელი რადიოშუქურის საშუალებით უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მანძილის მონიშვნა ადზ-ს ზღურბლამდე საგლისადო რადიოშუქურას გასწვრივ.
2. მომნიშვნელი რადიოშუქურის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს 75 მჰც რადიოსიხშირეზე, 0,005%-იანი გადახრის დაშვებით და ჰორიზონტალური პოლარიზაციით.
3. მომნიშვნელი რადიოშუქურას სისტემა უნდა გაიზომოს სახელსაწყო დაფრენის სისტემის საგლისადო და საკურსო რადიოშუქურის კურსის ხაზით, ისე, რომ უზრუნველყოს მოქმედების ზონა შემდეგ მანძილებზე:
ა) შიდა მომნიშვნელი რადიოშუქურასთვის: 150 მ ± 50 მ;
ბ) შუა მომნიშვნელი რადიოშუქურასთვის: 300 მ ± 100 მ;
გ) გარე მომნიშვნელი რადიოშუქურასთვის: 600 მ ± 200 მ.
4. მომნიშვნელი რადიოშუქურის გამოსხივება უნდა განხორციელდეს უწყვეტად, ხოლო ხმოვანი სიგნალის მოდულაცია ხორციელდება:
ა) შიდა მომნიშვნელი რადიოშუქურა: წერტილები უწყვეტად, გადაცემის სიჩქარით 6 წერტილი წამში.
ბ) შუა მომნიშვნელი რადიოშუქურა: წერტილ-ტირეების გადაცემა უწყვეტად, სიჩქარით 6 წერტილი წამში და 2 ტირე წამში.
გ) გარე მომნიშვნელი რადიოშუქურა: ტირეების გადაცემა უწყვეტად, სიჩქარით 2 ტირე წამში.
5. შიდა მომნიშვნელი რადიოშუქურა უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ ცუდი ხილვადობის პირობებში მომფრენ საჰაერო ხომალდს მიანიშნოს ადზ-ის ზღურბლის უშუალო სიახლოვე.
6. შუა მომნიშვნელი რადიოშუქურა უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ ცუდი ხილვადობის პირობებში მომფრენ საჰაერო ხომალდს მიანიშნოს დაფრენაზე შემოსვლის დასაწყისი, ვიზუალური საშუალებების დახმარებით.
7. გარე მომნიშვნელი რადიოშუქურა უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ უზრუნველყოს სიმაღლის, მანძილის და მოწყობილობების ფუნქციონირების შემოწმების შესაძლებლობა, საჰაერო ხომალდის დაფრენაზე შემოსვლის შუალედურ და დასკვნით ეტაპზე.
8. ავტომატიზებული კონტროლის სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მართვის პუნქტებისათვის შეტყობინებების გადაცემა, ცდომილების შემდეგ შემთხვევაში:
ა) მოდულაციის ან მანიპულაციის მწყობრიდან გამოსვლა;
ბ) გამომავალი სიმძლავრის შემცირება ნომინალური სიმძლავრის 50%-ზე მეტა