1. მანძილსაზომი მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს სწორი და უწყვეტი ინფორმაციის გადაცემას საჰაერო ხომალდსა და მიწისზედა კონკრეტულ წერტილს შორის დამრეცი მანძილის შესახებ. მანძილსაზომ მოწყობილობა/P -ს უნდა გააჩნდეს ოპერირების ორი რეჟიმი, “IA” და „FA”
2.ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურის და მანძილსაზომი მოწყობილობის ერთობლივი განთავსება უნდა განხორციელდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
ა) როდესაც საშუალებები გამოიყენება აეროდრომის რაიონებში, დაფრენაზე შემოსვლის უზრუნველყოფის მიზნით, ან სხვა მიზნებისთვის, როდესაც სისტემისგან მოითხოვება საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ყველაზე მაღალი სიზუსტე, ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურის და მანძილსაზომი მოწყობილობის ანტენებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 30 მეტრს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოპლერულ ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურის და მანძილსაზომი მოწყობილობის მომსახურება ხორციელდება ცალკე საშუალებით, ანტენებს შორის დაშორება შეიძლება იყოს 30მ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 80 მეტრისა.
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების გარდა, სხვა დანარჩენ შემთხვევებში ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურის და მანძილსაზომი მოწყობილობის ანტენებს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 600 მეტრს.
3. მანძილსაზომი ხელსაწყო უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდისთვის დახრის მანძილის გამოთვლებს იმ წერტილამდე, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია მიმღებ-გადამცემის ტიპისა და სპეციფიკიდან გამომდინარე.
4. მანძილსაზომი მოწყობილობა/N-ის და ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურას ერთობლივი განთავსებისას წარმოებული მომსახურების გადაფარვა არ უნდა იყოს ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურას მიერ წარმოებულ მომსახურების გადაფარვაზე ნაკლები, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია.
5. მანძილსაზომი მოწყობილობა/N-ის და სახელსაწყო დაფრენის სისტემის ერთობლივი განთავსებისას, წარმოებული მომსახურების გადაფარვა არ უნდა იყოს სახელსაწყო დაფრენის სისტემის შემადგენელი ტექნიკური საშუალებების მიერ წარმოებულ მომსახურების გადაფარვაზე ნაკლები.
6. ავტომატიზებული კონტროლის სისტემის გამოყენებით უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:
ა) მართვის პუნქტში იგზავნება შესაბამისი ინფორმაცია (სიგნალი);
ბ) ავტომატურად ითიშება მომუშავე მიმღებ-გადამცემი;
გ) ავტომატურად ირთვება სათადარიგო მიმღებ-გადამცემი.
7. ავტომატიზებული კონტროლის სისტემა ახორციელებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ქმედებებს, თუ:
ა) მიმღებ-გადამცემის შეფერხება განსხვავდება ნომინალური დონისგან 1 მიკრო წამით, ან მეტით;
ბ) მანძილსაზომი მოწყობილობა/N შემთხვევაში, როდესაც მუშაობს სახელსაწყო დაფრენის სისტემასთან ერთობლიობაში მიღება-გადაცემა ხორციელდება 0,5 მიკრო წამი ან მეტი დაყოვნებით, ნომინალურ ხანგრძლივობასთან მიმართებაში.
8. ავტომატიზებული კონტროლის სისტემა თიშავს მიმღებ-გადამცემის გამოსხივებას და აწვდის სათანადო ინფორმაციას მართვის პუნქტს, შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმღებ-გადამცემის PFE-ს ცვლილება მოხდა ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1-ლი ტომის 3.5.4.5.3 ან 3.5.4.5.4 პუნქტებით დადგენილ ნორმაზე 1 წმ-ზე მეტი დროით. იმ შემთხვევაში, როცა FA რეჟიმში ზღვარი გადაცილებულია, მაგრამ დაცულია IA რეჟიმის ზღვარი, მაშინ რჩება IA რეჟიმი;
ბ) ადგილი აქვს სიმძლავრის შემცირებას ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1-ლი ტომის 3.5.4.1.5.3 პუნქტით დადგენილ ნორმაზე 1 წმ-ზე მეტი დროით;
გ) 3 დეციბელით ან მეტად მცირდება მიმღების მგრძნობიარობა, ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1-ლი ტომის 3.5.4.2.3 პუნქტით დადგენილ ნორმებთან შედარებით, 5 წმ-ზე მეტი პერიოდით FA რეჟიმში და 10 წმ-ით IA რეჟიმში;
დ) პირველ და მეორე იმპულსს შორის ინტერვალი 0,25 მიკრო წამია, ან უფრო მეტი, 1 წმ-ზე მეტი დროი