1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნებისათვის საჰაერო ხომალდთან ინტეროგაცია უნდა განხორციელდეს შემდეგი რეჟიმებით და მიზნობრიობით:

ა)  A რეჟიმის გამოყენებით უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის ვინაობის დადგენა და დაკვირვება;

ბ) C რეჟიმის გამოყენებით უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის წნევის-სიმაღლის მიღება და დაკვირვება;

გ) კომბინირებული რეჟიმები:

გ.ა) რეჟიმი A/C/S all call-ის გამოყენებით უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება და S რეჟიმის აღქმადობის მოპოვება;

გ.ბ) რეჟიმი A/C მხოლოდ all call-ის გამოყენებით  უნდა განხორციელდეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება,  სადაც მოპასუხე არ პასუხობს  S რეჟიმს.

დ) რეჟიმი S:

დ.ა) S all call რეჟიმის გამოყენებით უნდა განხორციელდეს მხოლოდ  S რეჟიმის აღქმადობის მოპოვება;

დ.ბ) სამაუწყებლო რეჟიმის გამოყენებით უნდა განხორციელდეს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა ყველა S რეჟიმზე მომუშავე მიმღებ გადამცემებზე;

დ.გ) სელექციური  S- რეჟიმის გამოყენებით უნდა განხორციელდეს კონკრეტულ საჰაერო ხომალდზე დაკვირვება და კომუნიკაცია, საიდანაც პასუხი მიიღება მხოლოდ იმ მიმღები- გადაცემისგან, რომელსაც ინტეროგაციის (დაკითხვის) დროს მიენიჭა უნიკალური მისამართი.

2. ინტეროგაციის რეჟიმის დანერგვისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები:

ა)S რეჟიმის შესაძლებლობის ინტეროგატორის დანერგვა არ უნდა განხორციელდეს ისეთ ადგილას, საიდანაც საჰაერო მიმოსვლის დისტრიბუცია ხორციელდება თანაბრად, რადგან მისი შესაძლებლობები ლიმიტირებულია დაფარვის ზონაში არსებული საჰაერო ხომალდების რაოდენობით და მათი აზიმუტური განაწილებით;

ბ) S რეჟიმის დანერგვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ მაქსიმალური ეფექტური დაფარვა ზოგიერთი ინტეროგატორის შესაძლებელია იყოს მიმდინარე მაქსიმალური გადაფარვაზე  ნაკლები, სწორედ ამიტომ მიმდინარე მაქსიმალური გადაფარვა უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) ადეკვატურ მულტი გადაფარვას ძირითად და სარეზერვო რადარების საშუალებით;

ბ.ბ) არაგადაჭარბებულ გადაფარვას, ინტეროგატორის მიერ იდენტიფიცირების გართულების თავიდან აცილების მიზნით;

ბ.გ) ინტეროგატორის მოქმედების ზონების დაწესებას.

გ)  S რეჟიმის ინტეროგაციის კოლოკაცია პირველად რადიოლოკატორთან, სადაც  ანტენის ბრუნვის სიჩქარემ  შეიძლება პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს ციფრული მონაცემების გაცვლის არხზ