1. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება S რეჟიმის გაფართოებულმა სკვიტერმა უნდა განახორციელოს შეტყობინებების მიღება და მიღებული ინფორმაციის შეკვრა ანგარიშის სახით.

2. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება უნდა შედგებოდეს მიმღები ანტენისაგან (1090 მჰც),დემოდულატორისგან, დეკოდერისგან და მონაცემების ბუფერისგან.

3. ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების საშუალება S რეჟიმის გაფართოებულმა სკვიტერმა უნდა უზრუნველყოს თავსებადობა ავტომატური დამოკიდებული სარადიოლოკაციო სისტემის-მაუწყებლობის სხვადასხვა ვერსიის შეტყობინების ფორმატთან.

4. სტანდარტული S რეჟიმით მიღებული სკვიტერი უნდა იყოს 56 ბიტიანი, 120 მიკრო წამი სიგრძის.

5. სიგნალების მიღება უნდა მოხდეს 1 090 მჰც რადიოსიხშირეზე, ხოლო მონაცემების გადაცემის სიჩქარე კი 1 მეგაბიტი წამში