1. საწარმომ უნდა შეიმუშაოს სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებების მახასიათებელების შემოწმების პროცედურა და დაადგინოს შემოწმების პერიოდულობა შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) თითოეულ მაჩვენებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი განსაზღვრება სარადიოლოკაციო საშუალების გამართულად ოპერირების გარემოში;
ბ) სამოქმედო მოთხოვნები დადგენილი უნდა იქნეს თითოეული მაჩვენებლის შემოწმების წინ;
გ) განსაზღვრული უნდა იქნეს შემოწმების ნიშნულები;
დ) განსაზღვრული უნდა იქნეს შემოწმების მეთოდები, შემოწმების ნიშნულებთან მიმართებაში;
ე) განსაზღვრულ უნდა იქნეს შემოწმებისას ინფორმაციის შეგროვების შემდეგი მეთოდები:
ე.ა) ინფორმაციის შეგროვების ტექნიკა;
ე.ბ) ინფორმაციის შეგროვების პროცესში განსახორციელებელი დაკვირვებები;
ე.გ) განსაზღვრულ უნდა იქნეს შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის მეთოდი;
ე.დ) განსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციფიური პირობები რომელიც გამოიყენება ანალიზისას;
ვ) შედეგების დოკუმენტირება;
ზ) შედეგების შეფასება.
2. საწარმომ უნდა უზრუნველყოს სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებების, სულ მცირე, შემდეგი ზოგადი მახასიათებლების შემოწმება:
ა) პირველადი და მეორადი რადიოლოკატორების გეოგრაფიული განლაგება;
ბ) თავსებადობის დონე;
გ) გადაფარვა;
დ) მონაცემების გადაცემის წარმოება;
ე) არასწორი სამიზნეების დონე;
ვ) დაფიქსირების ალბათობა;
ზ) ზოგადი გაუმართაობები;
თ) რეზოლუცია;
ი) სისტემატიური გაუმართაობები.
3. საწარმომ უნდა უზრუნველყოს სარადიოლოკაციო ტექნიკური საშუალებების, სულ მცირე, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების შემოწმება:
ა) ანტენის მახასიათებლები;
ბ) დიაპაზონი;
გ) კორელაციის ინტერპოლაცია;
დ) მუდმივი მცდარი განგაშის დონე(CFAR);
ე) მონაცემთა გადაცემის არხის მახასიათებლები;
ვ) პლოტისექსტრაქტორის დიფერენცირებული დამუშავების კრიტერიუმი;
ზ)მცდარი განგაშის დონე;
თ)ფილტრების მგრძნობელობა;
ი) დანაკარგები;
კ) მინიმუმ გამოვლენილი სიგნალები (MDS);
ლ) თანაბარსიგნალური მიმართულებიდან სამიზნის გადახრის კუთხე;
მ) გასხივების სიმძლავრე;
ნ) გადატვირთვის რეაქცია;
ო) სენსიტიური დროის კონტროლი;
პ)პლოტების ჩატვირთვა;
ჟ) პლოტის ფილტრის ფუნქციები;
რ) სპექტრის ანალიზი.
4. სარადიოლოკაციო მომსახურების ტექნიკურ საშუალებებს უნდა ჩაუტარდეს როგორც საფრენოსნო, ასევე მიწისზედა შემოწმება.
5. საფრენოსნო შემოწმების პერიოდულობას ადგენს საწარმო, ხოლო მიწისზედა შემოწმების პერიოდულობა უნდა შეესაბამებოდეს იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 8071-ის მე-3 ტომის „E-1“ ცხრილის მოთხოვნებ