1. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მაღალი სიხშირის და/ან მეტად მაღალი სიხშირის  სარადიომაუწყებლო გადაცემები VOLMET და/ან მომსახურება D-VOLMET.

შენიშვნა: სარადიომაუწყებლო გადაცემების VOLMET და/ან D-VOLMET მომსახურების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში.

2. სარადიომაუწყებლო გადაცემებში VOLMET გამოყენებული უნდა იყოს რადიოსატელეფონო კავშირის ფრაზეოლოგია.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია რადიოსატელეფონო კავშირის სტანდარტული ფრაზეოლოგიის შესახებ, რომელიც გამოიყენება სარადიომაუწყებლო გადაცემებში VOLMET, მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9377 „საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებსა და საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოს“ პირველ დამატებაში.
თავი XIV
სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურე