1. საწარმო ვალდებულია ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას,  უზრუნველყოს მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობა იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით დადგენილია მისი საჭიროება.

2. როდესაც უზრუნველყოფილია მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობა, საწარმო ვალდებულია დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს და, აგრეთვე, რეგიონულ სააერნაოსნო შეთანხმებას;

ბ) აეროდრომები, რომელთა მიმართ აუცილებელია ცნობებისა და პროგნოზების გადაცემა, განსაზღვრული უნდა იყოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით;

გ) რადიომაუწყებლობაში მონაწილე სადგურების მუშაობის თანმიმდევრობა შესაბამისობაში უნდა იყოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით განსაზღვრულ თანმიმდევრობასთან;

დ) ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების დროს (OFIS) მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობისას,  სარადიომაუწყებლო გადაცემების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მიზნებისთვის რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით დადგენილ ხანგრძლივობას. ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს, რათა გადაცემების სიჩქარემ არ გამოიწვიოს მიღების ხარისხის გაუარესება;

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია ადამიანის შესაძლებლობების შესახებ მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9683-„ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელო“.

ე) აეროდრომის შესახებ ყოველ შეტყობინებაში უნდა მიეთითოს იმ აეროდრომის დასახელება, რომელსაც მიეკუთვნება ინფორმაცია;

ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც რადიომაუწყებლობის დროისთვის ინფორმაცია არ არის მიღებული, უნდა გადაიცეს უკანასკნელი არსებული ინფორმაცია, მისი დაკვირვების დროის მითითებით;

ზ) მთლიანი შეტყობინების სარადიომაუწყებლო გადაცემა, შესაძლებლობისას, უნდა განმეორდეს დარჩენილ დროში, რომელიც გამოყოფილია აღნიშნული რადიომაუწყებლობის სადგურისთვის;

თ)  რადიომაუწყებლობით გადასაცემი ინფორმაცია უნდა განახლდეს დაუყოვნებლივ, არსებითი ცვლილების შემთხვევაში; და

ი) ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების შეტყობინება უნდა მომზადდეს და გავრცელდეს შესაბამისი  საწარმოს მიერ.

3. ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გადაცემები, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისთვის განსაზღვრული აეროდრომებისთვის, უნდა წარიმართოს ინგლისურ ენაზე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობის გადაცემები წარმოებს რამდენიმე ენაზე, ყოველი ენისთვის უნდა გამოიყოს ცალკე არხი.

5. ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას, მაღალ სიხშირეზე რადიომაუწყებლობის  შეტყობინებები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, მითითებული თანმიმდევრობით ან რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებებით განსაზღვრული თანმიმდევრობით:

ა) ინფორმაცია მარშრუტზე ამინდის შესახებ: მარშრუტზე ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია უნდა გადაიცეს SIGМЕТ-ის ფორმატით,  ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილების მიხედვით;

ბ)  ინფორმაცია აეროდრომის შესახებ, მათ შორის:

ბ.ა) აეროდრომის დასახელება;

ბ.ბ) დაკვირვების დრო;

ბ.გ)  მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაცია;

ბ.დ)  მიწისპირა ქარის მიმართულება და სიჩქარე; თუ მიზანშეწონილია, ქარის მაქსიმალური სიჩქარე;

ბ.ე)  ხილვადობა და შესაბამის შემთხვევაში, ადზ-ზე ხილვადობის სიშორე;

ბ.ვ)  მიმდინარე ამინდი;

ბ.ზ) ღრუბლიანობა 5000 ფუტზე ქვემოთ ან სექტორში უდიდესი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის ქვემოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მნიშვნელობაა მეტი; წვიმის-გროვა ღრუბლები; სრული ღრუბლიანობის შემთხვევაში, ვერტიკალური ხილვადობა, თუ არსებობს ასეთი მონაცემები; და

ბ.თ)  აეროდრომის პროგნოზი.

შენიშვნა: *ბ.ე), *ბ.ვ) და *ბ.ზ) ქვეპუნქტებში მითითებული ელემენტები იცვლება ტერმინით CAVOK, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილების 74-ე მუხლის მოთხოვნებ