1. სმმ-ის ორმხრივი „ჰაერი-მიწა“ კავშირის VHF-არხების დატვირთვის შემცირების მიზნით, საწარმო უფლებამოსილია  აეროდრომის რაიონში უზრუნველყოს ხმოვანი ინფორმაციის ავტომატური გადაცემის მომსახურება (სამეტყველო-ATIS), რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა)  ერთ სარადიომაუწყებლო გადაცემას, მომფრენი სხ-ებისთვის; ან

ბ) ერთ სარადიომაუწყებლო გადაცემას, გამფრენი სხ-ებისთვის; ან

გ)  ერთ სარადიომაუწყებლო გადაცემას, მომფრენი და გამფრენი სხ-ებისთვის; ან

დ)   ორ სარადიომაუწყებლო გადაცემას, შესაბამისად მომფრენი და გამფრენი სხ-ებისთვის იმ აეროდრომებზე, სადაც სარადიომაუწყებლო გადაცემების ხანგრძლივობა მომფრენი და გამფრენი სხ-ებისთვის საკმაოდ დიდია.

2. პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, სამეტყველო-ATIS-ის სარადიომაუწყებლო გადაცემებისთვის გამოყენებული უნდა იყოს VHF-დიაპაზონის დისკრეტული სიხშირე. თუ შეუძლებელია დისკრეტული სიხშირის გამოყენება, გადაცემები დასაშვებია განხორციელდეს აეროდრომის რაიონში ყველაზე შესაფერისი სააერნაოსნო საშუალებ(ებ)ის სამეტყველო არხ(ებ)ით, სასურველია VOR-ის არხით, იმ პირობით, რომ მას გააჩნია მოქმედების საკმარისი არე და უზრუნველყოფს სიგნალის მიღების საჭირო ხარისხს და ამავე სანავიგაციო საშუალების აღნიშვნა მონაცვლეობს აღნიშნულ გადაცემასთან ისე, რომ ეს უკანასკნელი არ გადაიტვირთოს.

3. სამეტყველო-ATIS-ის სარადიომაუწყებლო გადაცემები არ უნდა წარმოებდეს სახელსაწყო დაფრენის სისტემის  სამეტყველო არხით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც სამეტყველო-ATIS-ი უზრუნველყოფილია სამეტყველო რადიომაუწყებლობის გადაცემებით, იგი უნდა იწარმოებოდეს უწყვეტად და განმეორებით.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმდინარე სარადიომაუწყებლო გადაცემების ინფორმაცია არ მზადდება სმმ-ის პუნქტის მიერ, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სმმ-ის იმ პუნქტს, რომელიც სხ-ს უზრუნველყოფს დასაფრენად შესვლის, დაფრენასა და გაფრენასთან დაკავშირებული ინფორმაციით.

შენიშვნა: მოთხოვნები სამეტყველო-ATIS-ის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, როგორც სამეტყველო-ATIS-ის, ისე D-ATIS-ის მიმართ, მოცემულია ამ წესის 104-ე მუხლში.

6. სამეტყველო-ATIS-ის სარადიომაუწყებლო გადაცემები  უნდა წარიმართოს ინგლისურ ენაზე.

7. პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, სამეტყველო-ATIS-ის სარადიომაუწყებლო გადაცემების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წმ-ს და, ამასთან, გადაცემების სიჩქარემ ან ATIS-ის გადაცემებში გამოყენებულმა სააერნაოსნო საშუალების ამოსაცნობმა სიგნალმა არ უნდა გამოიწვიოს ATIS-ის შეტყობინებების ხარისხის გაუარესება.

8. ATIS-ის სარადიომაუწყებლო შეტყობინების შედგენისას გასათვალისწინებელია ადამიანის შესაძლებლობები.

შენიშვნა: ადამიანის შესაძლებლობებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 9683 - „ადამიანური ფაქტორების სწავლების სახელმძღვანელო