1. საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებაში შემავალი რადიოსანავიგაციო მომსახურების და აეროდრომების შესახებ მეტეოროლოგიური და ოპერატიული ინფორმაციის წარდგენა  უნდა განხორციელდეს  გაერთიანებული ფორმით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გაერთიანებულ ოპერატიულ საფრენოსნო ინფორმაციას უნდა გადაეცეს სხ-ს, მისი გადაცემა უნდა განხორციელდეს მითითებული კონტენტით/შინაარსით, და თუ მითითებულია, შესაბამისი თანმიმდევრობით, ფრენის სხვადასხვა ეტაპისთვის.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება უზრუნველყოფილია სარადიომაუწყებლო გადაცემებით, იგი უნდა შედგებოდეს შეტყობინებებისგან, რომლებიც მოიცავს გაერთიანებულ ინფორმაციას ცალკეულ საექსპლუატაციო და მეტეოროლოგიურ ელემენტებზე, ფრენის სხვადასხვა ეტაპებისთვის. აღნიშნული რადიომაუწყებლობა უნდა განხორციელდეს სამი ძირითადი სახით: მაღალ სიხშირეზე (HF), მეტად მაღალ სიხშირეზე (VHF) და აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემით მომსახურების სიხშირეზე.

4. ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურებისას (OFIS), პილოტის მოთხოვნით, სმმ-ის პუნქტი ვალდებულია გადასცეს შესაბამისი ოპერატიული საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების (OFIS) შეტყობინებ