1. სხ-ს ინფორმაცია უნდა გადაეცეს საწარმოს მიერ განსაზღვრული შემდეგი ერთი ან რამდენიმე საშუალებით:
ა) სმმ-ის პუნქტის მიერ, სხ-ისთვის ინფორმაციის გადაცემა მიღების სავალდებულო დადასტურებით (ინფორმაციის გადაცემის ოპტიმალური საშუალება/მეთოდი) ან
ბ) საერთო გამოძახება, ყველა შესაბამისი სხ-ისადმი მიღების დადასტურების გარეშე გადაცემები; ან
გ) სარადიომაუწყებლო გადაცემები; ან
დ) მონაცემთა გადაცემის ხაზები.
2. საერთო გამოძახება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია რამდენიმე სხ-ს დაუყოვნებლივ გადაეცეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგალითად სახიფათო მოვლენების მოულოდნელ წარმოშობაზე, გამოსაყენებელი ადზ-ს ცვლილებაზე ან დასაფრენად შესვლის და დაფრენის ძირითადი საშუალებების მტყუნებაზე