როდესაც პილოტი აკეთებს შეტყობინებას ბორტზე საწვავის მინიმალური მარაგის შესახებ, მეთვალყურემ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს პილოტს ნებისმიერი მოსალოდნელი შეფერხების ან მისი არარსებობის შესახებ.
შენიშვნა 1: შეტყობინებით „MINIMUM FUEL“ (საწვავის მინიმალური მარაგი), საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო სამსახურს ეძლევა ინფორმაცია, რომ გამოსაყენებლად დაგეგმილი ყველა აეროდრომი გამოირიცხა, გარდა დასაფრენად დასახული კონკრეტული აეროდრომისა. გაცემულ ნებართვაში ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაფრენა საწვავის გათვლილ მინიმალურზე ნაკლები ოდენობით . აღნიშნული ვითარება არ წარმოადგენს საავარიო მდგომარეობას, მაგრამ არის მანიშნებელი იმისა, რომ შეყოვნებისას შეიძლება დადგეს ავარიული მდგომარეობა.
შენიშვნა 2: ბორტზე საწვავის მარაგთან დაკავშირებით ავარიულ ვითარებაში მყოფი ან საწვავის მინიმალური მარაგის მქონე სხ-სთან დაკავშირებით, სმმ-ის გადამცემ და მიმღებ პუნქტებს შორის კოორდინაციის წესები მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc.4444 „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“-ს 10.2.5 პუნქტში.
შენიშვნა 3: ფრაზა MAYDAY FUEL გადმოსცემს გასაჭირის მდგომარეობის ხასიათს, ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-2 ტომის 5.3.2.1.1b) 3 პუნქტის შესაბამისა