საწარმო ვალდებულია დანერგოს პროცედურები საავარიო ეშელონირებასთან დაკავშირებით, შემდეგის გათვალისწინებით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ავარიულ ვითარებაში შეუძლებელია ჰორიზონტალური ეშელონირების გამოსაყენებელი ინტერვალის შენარჩუნება, შეიძლება იმ საავარიო ეშელონირების გამოყენება, რომელიც შეესაბამება გამოსაყენებელი ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმის ნახევარს ანუ 150 მ-ს (500 ფუტი) სხ-ებს შორის იმ საჰაერო სივრცეში, სადაც ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმი 300 მ-ის (1000 ფუტის) ტოლია, და 300 მ-ს (1000 ფუტი) სხ-ებს შორის იმ საჰაერო სივრცეში, სადაც ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმი 600 მ-ია (2000 ფუტი);
ბ) საავარიო ეშელონირების გამოყენებისას, შესაბამის საფრენოსნო ეკიპაჟებს უნდა ეცნობოთ აღნიშნულის და ფაქტობრივად გამოსაყენებელი მინიმუმის შესახებ. გარდა ამისა, ყველა შესაბამის საფრენოსნო ეკიპაჟს უნდა წარედგინოს ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის შესახე