1. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ ზონალური ნაოსნობის სისტემის მტყუნების ან მახასიათებლების გაუარესების მიზეზით, ვერ აკმაყოფილებს ზონალური ნაოსნობის მარშრუტებზე ან პროცედურებზე ფრენის მოთხოვნებს, პილოტის მოთხოვნის შემთხვევაში მეთვალყურემ უნდა უზრუნველყოს ფრენის ნებართვის შეცვლა.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ ვერ აკმაყოფილებს იკაოს ოფიციალური გამოცემა Doc 7030-„დამატებითი რეგიონული წესების“ 6.6.3.2 პუნქტის მოთხოვნებს ზონალური ნაოსნობის სისტემის მტყუნების ან მახასიათებლების გაუარესების მიზეზით, რომელიც გამოვლინდა იმ აეროდრომიდან გაფრენამდე, სადაც გაუმართაობის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაშინ აღნიშნულ სხ-ს მეთვალყურემ ფრენის ნებართვა უნდა მისცეს უახლოეს შესაფერის აეროდრომამდე, სადაც შესაძლებელი იქნება სისტემის გაუმართაობის აღმოფხვრა. ასეთი სხ-სთვის ნებართვის გაცემისას, მეთვალყურემ უნდა გაითვალისწინოს საჰაერო მოძრაობის არსებული ან მოსალოდნელი ვითარება და შეუძლია შეცვალოს დაგეგმილი გაფრენის დრო, ეშელონი ან მარშრუტი.  ფრენის განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს შემდგომი შესწორებები.

3. ზონალური ნაოსნობის სისტემის მტყუნების ან მახასიათებლების გაუარესების შემთხვევაში, სხ-ის ფრენისას სმმ-ის ისეთ მარშრუტზე, სადაც აუცილებელია საბაზისო ზონალური ნაოსნობის სისტემის (B-RNAV) გამოყენება:

ა) მეთვალყურემ სხ-ები უნდა მიმართოს VOR/DME-ს საშუალებებით დადგენილ სმმ-ის მარშრუტებზე; ან

ბ) ასეთი დადგენილი მარშრუტების არარსებობისას, მეთვალყურემ სხ-ები მარშრუტებზე უნდა მიმართოს ჩვეული სააერნაოსნო საშუალებებით; (სანავიგაციო საშუალებიდან - საშუალებამდე);

გ) თუ შეუძლებელია ამ პუნქტით დადგენილი პროცედურების გამოყენება, მეთვალყურემ პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სხ-ის სარადიოლოკაციო დამიზნება მანამ, სანამ იგი არ განაახლებს ნაოსნობას საკუთარი საშუალებებით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად სხ-ების მარშრუტებზე ფრენისას, თუ არსებობს პრაქტიკული შესაძლებლობა, საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი პუნქტის მხრიდან შეიძლება საჭირო გახდეს მუდმივი სარადიოლოკაციო კონტროლი.

4. ზონალური ნაოსნობის სისტემის მტყუნების ან მახასიათებლების გაუარესების შემთხვევაში, როდესაც სხ ფრენას ახორციელებს მოფრენის ან გაფრენის ისეთ პროცედურებზე, სადაც მოითხოვება ზონალური ნაოსნობის გამოყენება:

ა) მეთვალყურემ უნდა უზრუნველყოს სხ-ის სარადიოლოკაციო დამიზნება მანამ, სანამ იგი არ შეძლებს ნაოსნობის განახლებას საკუთარი საშუალებებით; ან

ბ) მიმართოს სხ მარშრუტზე ჩვეული სააერნაოსნო საშუალებებით, როგორიცაა მაგალითად VOR/DM