1. სხ-ის ეკიპაჟი, რომელმაც ფრენის გეგმა შეავსო ზონალური ნაოსნობის (RNAV) გამოქვეყნებული მარშრუტით, იღებენ შესაბამის ნებართვებს. სმმ-ის ორგანოებს შეუძლიათ განსაზღვრონ RNAV-ის გამოქვეყნებული მარშრუტი პილოტის მოთხოვნით.
2. სმმ-ის ორგანოებს შეუძლიათ განსაზღვრონ RNAV-ის გამოქვეყნებული მარშრუტი ან ინდივიდუალური სწორხაზოვანი მარშრუტი, თუ სხ აღჭურვილია RNAV-ის საშუალებებით.

GEO-621, ARE YOU ABLE TO
PROCEED RNAV?
3. საყურადღებოა, რომ RNAV-ზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწორხაზოვანი მარშრუტით ჰორიზონტალური სანაოსნო ეშელონირებისას ცდომილებამ შეიძლება შეადგინოს 5 ზღვის მილი.
4. შესაძლებელია პარალელური გადახვევის მარშრუტის დადგენა პილოტის მოთხოვნით, თუ პილოტი ადასტურებს, რომ სხ აღჭურვილია შესაბამისად.

GEO-621, ADVISE IF ABLE TO
PROCEED PARALLEL OFFSET?

GEO-621, AFFIRM

GEO-621, PROCEED OFFSET 10 MILES RIGHT OF CENTRELINE AT DF UNTIL LOBIN

GEO-621,ROGER
5. პარალელური გადახვევის მარშრუტის განსაზღვრისას, მინიმალური დაცილება საკმარისი უნდა იყოს, რათა მეთვალყურეს საშუალება მიეცეს დაამყაროს მითითებული მინიმალური ეშელონირება მითითებული რადიოლოკაციური ეშელონირების მინიმუმთან მიმართებით საჰაერო სივრცის საზღვრიდან. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ჯორიზონტალური სანაოსნო ეშელონირებისას, ცდომილებამ შეიძლება შეადგინოს 5 საზღვაო მილი.
6. მითითებები პარალელური მარშრუტის შესახებ შეიძლება გაუქმდეს, როდესაც იხსნება მათი შესრულების აუცილებლობა.

GEO-621, CANCEL OFFSET, RESUME
ORIGINAL TRACK VIA UM 747

GEO-621, ROGE