მდგომარეობა
ფრაზა
მეთვალყურის შეკითხვა RVSM-ით ფრენის ნებართვის არსებობის დასადასტურებლად.
პილოტის მიერ RVSM-ით ფრენის ნებართვის უქონლობის გადასაცემად:
1. პირველი გამოძახებისას ნებისმიერ სიხშირეზე ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცის ფარგლებში (სმმ-ის მეთვალყურე ამავე ფრაზით ახორციელებს უკუგადაცემას).
2. ფრენის ეშელონის შესცვლაზე ყოველი მოთხოვნისას, რომელიც შეეხება ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცეში ფრენის ეშელონებს,3. სამეთვალყურეო ნებართვების ყოველ უკუგადაცემაში, რომელიც შეეხება ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცეში ფრენის ეშელონების დაკავებას
გარდა ამისა, სახელმწიფო სტატუსის არმქონე სხ-ების პილოტებმა უნდა ჩაურთონ ფრაზა ვერტიკალური გადაკვეთით 290, ან 410 ფრენის ეშელონის დაკავებაზე სამეთვალყურეო ნებართვის უკუგადაცემებში
ასევე, მეთვალყურის მიერ „მიწა-მიწა“ სამეტყველო კავშირით დამატებით სხ-ის სტატუსის შესახებ, რომლებიც დაშვებულნი არ არიან RVSM-ით ფრენებზე.
CONFIRM RVSM APPROVED
**NEGATIVE RVSM
პილოტის მიერ RVSM-ით ფრენის ნებართვის ქონის შეტყობინების გადაცემისას
*AFFIRM RVSM
სახელმწიფო სხ-ის (რომელიც დატკიცებული არ არის RVSM-ით ფრენებზე) პილოტის მიერ საკუთარი სტატუსის შესატყობინებლად, რომ დამტკიცებული არ არის RVSM-ით ფრენებზე. ეს არის პილოტის პასუხი მეთვალყურის შეკითხვაზე: CONFIRM RVSM APPROVED.
ასევე, მეთვალყურის მიერ «მიწა-მიწა» სამეტყველო კავშირით დამატებით სხ-ის სტატუსის შესახებ, რომლებიც დაშვებულნი არ არიან RVSM-ით ფრენებზე.
**NEGATIVE RVSM STATE AIRCRAFT
უარი ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცეში შესვლის სამეთვალყურეო ნებართვის გაცემაზე
UNABLE CLEARANCE INTO RVSM AIRSPACE, MAINTAIN (or) DESCEND, (or) CLIMB FL ……
პილოტის მიერ ძლიერი ტურბულენტურობის არსებობის შესახებ შეტყობინების გადასაცემად, რაც გავლანას ახდენს RVSM-ის ნებადართული ფრენის ეშელონის შენარჩუნებაზე.
ასევე, მეთვალყურის მიერ „მიწა-მიწა“ სამეტყველო კავშირით საგანგებო ვითარებების წარმოქმნის მიზეზების შესატყობინებლად, რაც დაკავშირებულია სხ-ის RVSM-ით ფრენის შესრულების შეუძლებლობასთან ძლიერი ტურბულენტურობის ან სხვა რთული ამინდის პირობების გამო.
**UNABLE RVSM DUE TURBULENCE
პილოტის მიერ შეტყობინების გადასაცემად საბორტო მოწყობილობების მუშაობის გაუარესების შესახებ სხ-ის სისტემებისადმი წაყენებული მინიმალური მოთხოვნების (MASPS) დონეზე ქვემოთ, რაც მოითხოვება ევროპული რეგიონის RVSM-ის საჯაერო სივრცის ფარგლებში.
ამ ფრაზით სარგებლობენ MASPS-ის შეუსაბამობის შესახებ პირველი შეტყობინების გადასაცემად, ხოლო შემდეგ პირველი კავშირისას ყველა სიხშირეზე ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცის ფარგლებს გარეთ პრობლემის აღმოფხვრამდე ან სხ-ის გამოსვლამდე ევროპული რეგიონის საჰაერო სივრციდან.
ასევე, მეთვალყურის მიერ „მიწა-მიწა“ სამეტყველო კავშირით საგანგებო ვითარებების წარმოქმნის მიზეზების შესატყობინებლად, რაც დაკავშირებულია სხ-ის RVSM-ით ფრენის შესრულების შეუძლებლობასთან მოწყობილობის მტყუნების გამო.
**UNABLE RVSM DUE EQUIPMENT
პილოტის მიერ შეტყობინების გადასაცემად საკუთარი შესაძლებლობების შესახებ განაახლოს ფრენა ევროპული რეგიონის RVSM-ის საჰაერო სივრცეში საგანგებო ვითარების დასრულებისას, რაც გამოწვეული იყო მოწყობილობის მტყუნების ან ამინდის პირობების გამო.
*READY TO RESUME RVSM
მეთვალყურის შეკითხვა სხ-ის შესაძლებლობის განახლების შესახებ შეასრულოს ფრენა RVSM-ით.
REPORT ABLE TO RESUME RVSM
შენიშვნა : აღნიშვნები:
* - კავშირი მყარდება პილოტის მიერ;
** - კავშირი მყარდება პილოტის მიერ; ასევე მეთვალყურის მიერ დამატებით ზეპირი შეტყობინებისათვის სმმ-ის მომიჯნავე ორგანოებთან კოორდინაცისათვის