1. ეშელონირების მინიმუმები უნდა შეირჩეს მოსაზღვრე საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ  საწარმოებთან კონსულტაციებით, როდესაც:

ა) საჰაერო მოძრაობის ნაკადები კვეთენ მომიჯნავე საჰაერო სივრცეს;

ბ) მარშრუტები გადის მეზობელ საჰაერო სივრცესთან საერთო საზღვრიდან ისეთ მანძილზე, რომელიც ეშელონირების მინიმუმზე ნაკლებია.

2. ეშელონირების შერჩეული მინიმუმებისა და მათი გამოყენების არეების შესახებ საწარმომ მონაცემები უნდა აცნობოს:

ა) სმმ-ის პუნქტებს; და

ბ) პილოტებსა და სხ-ის ექსპლუატანტებს, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის მეშვეობით, იმ შემთხვევაში, როდესაც ეშელონირების საფუძველს წარმოადგენს სხ-ების მიერ სპეციალური სააერნაოსნო საშუალებების და მეთოდების გამოყენებ