1. ზებგერითი სიჩქარით ფრენისას, სამეთვალყურეო ნებართვა ბგერასთან მიახლოებული აჩქარებით ფრენის ეტაპთან მიმართებით მოქმედია, სულ მცირე, ამ ეტაპის დასრულებამდე.
2. საკრეისერო რეჟიმში ზებგერითი სიჩქარით ფრენიდან ბგერამდელი სიჩქარით ფრენაზე გადასვლისას, სხ-ის შენელებისას ან დაშვებასთან დაკავშირებით გაცემული სამეთვალყურეო ნებართვით უზრუნველყოფილი უნდა იყოს უწყვეტი დაშვება, სულ მცირე, ბგერასთან მიახლოებული სიჩქარით ფრენის ეტაპზე.
3. ბგერასთან მიახლოებული ან ზებგერითი სიჩქარით ფრენის ეტაპზე, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ნებართვაში ცვლილებების შეტანა და ამასთან, გასათვალისწინებელია სხ-ის საექსპლუატაციო შეზღუდვები ფრენის ამ ეტაპებზ