1. სმმ-ის სარადიოლოკაციო სისტემების სრული მტყუნების შემთხვევაში, „ჰაერი-მიწა“ კავშირის შენარჩუნებისას, მეთვალყურე ადგენს ყველა ამოცნობილი სხ-ის ადგილმდებარეობას, მიმართავს საჭირო ქმედებებს სხ-ებს შორის პროცედურული ეშელონირების უზრუნველსაყოფად და, აუცილებლობისას, ზღუდავს იმ სხ-ების რიცხვს, რომელთაც ნებართვა აქვთ შევიდნენ აღნიშნულ რაიონში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ეშელონირების სტანდარტული პროცედურების უზრუნველყოფა, საგანგებო ზომის სახით დროებით დასაშვებია ფრენის ისეთი ეშელონების გამოყენება, რომელთა შორის ინტერვალი ვერტიკალური ეშელონირების მიღებული მინიმუმის ნახევრის ტოლი