საწარმო ვალდებულია სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ და მე-2 ნაწილებში დეტალურად ასახოს მეთვალყურის მიერ გასატარებელი ზომები სმმ-ის სარადიოლოკაციო მომსახურების მიზნით გამოყენებული სახმელეთო „მიწა-ჰაერი“ რადიოკავშირის სრული მტყუნების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს სარადიოლოკაციო მონაცემები სხვა საშუალებების გამოყენებით აღნიშნული პროცედურები მოიცავს:
ა) ყველა მეზობელი სამეთვალყურეო პოზიციის ან სმმ-ის პუნქტების დაუყოვნებლივ ინფორმირებას მტყუნების შესახებ;
ბ) საგანგებო ვითარებაში გასატარებელ ზომებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს პორტატული რადიოკავშირის გამოყენებას ან სატრანსპორტო საშუალების აღჭურვას რადიოკავშირით და ასევე, კოორდინაციის პროცედურებს;
გ) სამეთვალყურეო პუნქტის ინფორმირებას მიმდინარე საჰაერო ვითარების შესახებ;
დ) იმ სამეთვალყურეო პუნქტების ხელშეწყობის თხოვნას სხ-ების რადიოლოკაციური ან ურადიოლოკაციო ეშელონირების უზრუნველყოფასა და მართვის შენარჩუნებაში, რომლებთან კავშირზეც შესაძლოა იმყოფებოდნენ აღნიშნული სხ-ები;
ე) მეზობელი სამეთვალყურეო პუნქტების ან სმმ-ის პუნქტების მიმართ მითითების გაცემას, უზრუნველყონ ყველა კონტროლირებადი ფრენის შეკავება იმ სამეთვალყურეო პოზიციის ან სმმ-ის პუნქტის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული რაიონის გარეთ, სადაც მოხდა კავშირის მტყუნება, ან ამ რაიონის გვერდის ავლა, სანამ კვლავ არ აღდგება ჩვეული მომსახურებ