სამანევრო მოედნის ან მისი ნაწილის ვიზუალური ხედვის არარსებობისას ან ვიზუალური დაკვირვების გაუმჯობესების მიზნით, საწარმო ვალდებულია გამოიყენოს სახმელეთო მოძრაობის რადიოლოკატორი (SMR), “ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილების  შესაბამისად ან დაკვირვების სხვა შესაბამისი მოწყობილობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას:

ა) სამანევრო არეზე სხ-ებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;

ბ)  აუცილებლობისას, პილოტების და  სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ინფორმირება მოძრაობის მიმართულების შესახებ;

გ)  სამანევრო არეზე, სხ-ებისა და სატრანსპორტო საშუალებების დახმარება და მათთვის რეკომენდაციების მიცემა, მათი უსაფრთხო და ეფექტური მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა SMR-ის გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემებში: Doc 9476-„სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემების სახელმძღვანელო“, Doc 9830-„სახმელეთო მოძრაობის მართვისა და კონტროლის სისტემების სრულყოფის სახელმძღვანელო“ და Doc 9426-„საჰაერო მოძრაობის მომსახურების დაგეგმვის სახელმძღვანელო“.

თავი IXსაჰაერო მოძრაობის მომსახურებისას სარადიოლოკაციო სისტემების გამოყენე