მეტეოროლოგიურ მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ერთეულებში ინტეგრირებულ ავტომატურ სისტემებთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველ საშუალებებს;
ბ) ინფორმაციის ასახვის საშუალებების და მეტეოროლოგიური ხელსაწყოების დაკალიბრებას და ტექნიკური მომსახურების ვალდებულებასა და პირობებს;
გ) საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ აღნიშნული ინფორმაციის ასახვის საშუალებების/ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულებასა და პირობებს;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში, საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურის მიერ მომზადებული ინფორმაციის განახლების ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პერსონალის მიერ განხორციელებული, ვიზუალური დაკვირვებების (მაგალითად, ფრენისთვის მნიშვნელოვანი ამინდის მოვლენა სიმაღლის აღების ან მისადგომის არეში) შედეგების მიწოდების პირობებს;
ე) აფრენისა და დაფრენის დროს საჰაერო ხომალდებიდან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მოწოდებას, მათ შორის, ქარის წანაცვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას და პირობებს;
ვ) ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, სახმელეთო რადიოლოკატორის საშუალებით მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას და პირობებს.
შენიშვნა: მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის კოორდინაციის საკითხები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოებს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურსა და საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოში“ (Doc 9377