1. მეტეოროლოგიური მომსახურების მიზანია:

ა) საერთაშორისო სააერნაოსნო მომსახურებების უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა;

ბ) შესაბამისი მომხმარებლებისთვის, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისთვის, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებისთვის, ძებნა-შველის მომსახურების შესაბამისი პუნქტებისთვის, აეროდრომის ექსპლუატანტებისთვის და, აგრეთვე, იმ საწარმოებისთვის აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არიან დაკავშირებული.

2. საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი მეტეოროლოგიური მომსახურების სახეობის განსაზღვრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საქართველოს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ხორციელდება  ამ წესის, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

3. საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საქართველოს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო განისაზღვრება  ამ წესის და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ საფუძველზე, აგრეთვე რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისა