1. სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, გროვა-საწვიმარი ღრუბლების რაიონების, შემოყინულობის, ტურბულენტობის და ფრენის ეშელონების გეოპოტენციური სიმაღლეების ზპმს-ის მიერ დღე-ღამეში ოთხჯერ მომზადებული პროგნოზები, მოქმედებს ამ წესის №5 დანართის A5-1 და A5-2 ცხრილებში მოცემული, ფიქსირებული დროის მონაკვეთების განმავლობაში. თითოეული პროგნოზი 36-საათიანი მოქმედების ვადის მქონე პროგნოზებისთვის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროიდან.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზების მიღება, რომელიც მოიცავს:
ა) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს;
ბ) ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;
გ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის შესახებ ინფორმაციას;
დ) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს, აუცილებლობის შემთხვევაში და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100 ჰპა) და 600 (70 ჰპა);
ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციასა და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;
ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ;
ზ) მონაცემებს ტურბულენტობის შესახებ.
შენიშვნა: ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში მოხსენიებული „ტურბულენტობა“ მოიცავს ყველა ტიპის ტურბულენტობას, მათ შორის, ტურბულენტობას ღრუბლებში და მოწმენდილ ცაზეც.
თ) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა: ამ პუნქტში განსაზღვრული ფრენის ზუსტი ეშელონები და წნევის დონეები (hPa), რეგულარული ბადის კვანძებში მომზადებული პროგნოზებისთვის, მოცემულია ამ წესის №5 დანართის A5-3 და A5-4 ცხრილებში. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ, შესაბამის კოდურ ფორმაში, რომელსაც ადგენს მმო.
3. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ განედის და გრძედის 0.25° ჰორიზონტალური ინტერვალით, ამ წესის №5 დანართის A5-3 ცხრილის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული პროგნოზების ქვეჯგუფი დგება ზპმს-ის მიერ განედის და გრძედის 1.25° ჰორიზონტალური ინტერვალით, ამ წესის №5 დანართის A5-4 ცხრილის შესაბამისა