1. სიმაღლეებზე ქარის, ჰაერის ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის, მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის, გროვა-საწვიმარი ღრუბლების რაიონების, შემოყინულობის და მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის ზპმს-ის მიერ დღე-ღამეში 4-ჯერ მომზადებული პროგნოზები, მოქმედებენ 6,9,12,15,18,21,24,27,30,33 და 36 საათის განმავლობაში (00.00, 00.06, 12.00 და 18.00 UTC ) სინოპტიკური მონაცემების შეგროვების შემდეგ, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია ეს პროგნოზები, და მზადდება გადასაცემად ზემოთ აღნიშნული რიგის მიხედვით, არაუგვიანეს 6 საათისა დაკვირვების სტანდარტული დროის შემდეგ.

2. ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზები უნდა შეიცავდეს:

ა) ქარის და ტემპერატურის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა);

ბ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარის და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლის და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;

გ) ტენიანობის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა);

დ) ქარის და ტემპერატურის მონაცემებს აუცილებლობის შემთხვევაში და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100ჰპა) და 600 (70ჰპა).

ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციას და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;

ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 60 (800ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა),ზ) მონაცემებს მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 240(400ჰპა), 270(350ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა);

თ) მონაცემებს ღრუბელში ფენებისათვის ფრენის ეშელონებისათვის ტურბულენტობის შესახებ 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა);

ი) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ ფრენის ეშელონებისათვის 50 (850ჰპა), 100 (700ჰპა), 140 (600ჰპა), 180 (500ჰპა), 240(400ჰპა), 300 (300ჰპა), 340 (240ჰპა), 390 (200ჰპა) და 450 (150 ჰპა); და 530 (100 ჰპა).

3. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ ორმაგ კოდურ ფორმაში. კოდური ფორმის GRIB-ის გამოყენებით დაწესებული მმო-ს მიერ.

შენიშვნა: კოდური ფორმა GRIB მოცემულია №306 მმო-ს გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I, მე-2 ნაწილი „ორმაგი კოდები“.

4. ზემოაღნიშნული პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში დგება ზპმს-ის მიერ 1,250 განედის და გრძედის ჰორიზონტალური ნებადართული შესაძლებლობები