1. უწყვეტი რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება ძალიან მაღალი სიხშირის არხებით, ხდება მიმდინარე ცნობების METAR და SPECI , „ტრენდის“ ტიპის პროგნოზების ჩართვით ტრანსლაცია.

2. რეგულარული რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება მაღალი სიხშირის (მს) არხებით, ხდება მიმდინარე ცნობების METAR და SPECI , („ტრენდის“ ტიპის პროგნოზების ჩართვით და როდესაც ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზების TAF და ინფორმაციას SIGMET-ის ტრანსლაცია.

კარი II

ტექნიკური მოთხოვნები

თავი XII

ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ეხება ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემას და მეტეოროლოგიურ ორგანოებს ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტე