1. უწყვეტი რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება ძალიან მაღალი სიხშირის არხებით (VHF), უნდა გადაიცემოდეს მიმდინარე შეტყობინებები METAR და SPECI , TREND ტიპის პროგნოზების ჩართვით.
2. რეგულარული რადიოსამაუწყებლო გადაცემის VOLMET-ის დროს, რომელიც, როგორც წესი, ხორციელდება მაღალი სიხშირის (HF) არხებით, უნდა გადაიცემოდეს მიმდინარე შეტყობინებები METAR და SPECI, TREND ტიპის პროგნოზების ჩართვით და როდესაც ეს განსაზღვრულია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით, პროგნოზები TAF და ინფორმაცია SIGMET).
3. აეროდრომები, რომელთათვისას რადიოსამაუწყებლო გადაცემისას VOLMET ტრანსლირდება შეტყობინებები და პროგნოზები, აგრეთვე, მათი რიგითობა და გადაცემის დრო განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.
4. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვისაც ინფორმაცია SIGMET ჩართულია რეგულარულ რადიოსამაუწყებლო გადაცემებში VOLMET, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით. თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია მათი ჩართვა, ინფორმაცია SIGMET გადაიცემა გადაცემის დასაწყისში ან 5-წუთიანი დროის მონაკვეთის დასაწყისში.
5. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემის დროისთვის შეტყობინება აეროდრომიდან არ იქნა მიღებული, გადაცემაში ერთვება უახლესი ხელმისაწვდომი შეტყობინება, დაკვირვების დროის მითითებით.
6. გეგმურ რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET ჩართული პროგნოზი TAF საჭიროებისამებრ, უნდა განახლდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაცემისას პროგნოზი ასახავდეს შესაბამისი აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ხელთ არსებულ უახლეს ინფორმაციას.
7. იმ შემთხვევაში, თუ გეგმიურ რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET ერთვება SIGMET ინფორმაცია, საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის მოქმედი SIGMET ინფორმაციის არარსებობისას, გადაიცემა „NIL SIGMET“.
8. შეტყობინებების, პროგნოზების და ინფორმაციის SIGMET ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს VOLMET რადიოსამაუწყებლო გადაცემის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის IV, VI, და VII თავების დებულებებს.
9. რადიოსამაუწყებლო გადაცემისთვის VOLMET გამოიყენება სტანდარტული რადიოსატელეფონო ფრაზეოლოგია.
შენიშვნა: რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET გამოსაყენებელი რადიოსატელეფონო ფრაზეოლოგიის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებსა და საავიაციო მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის კოორდინაციის სახელმძღვანელოს“ (Doc 9377) პირველ დამატებაშ