1. შეტყობინება D-VOLMET უნდა შეიცავდეს მიმდინარე შეტყობინებებს METAR და SPECI, აგრეთვე, TREND ტიპის პროგნოზებს, პროგნოზებს TAF, ინფორმაციას SIGMET, სპეციალურ შეტყობინებას საჰაერო ხომალდიდან, რომლებიც არ არის ჩართული ინფორმაციაში SIGMET და არსებობის შემთხვევაში ინფორმაციას AIRMET.
2. აეროდრომები, რომლებზეც შეტყობინება METAR, SPECI და TAF გადაიცემა კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.
3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონები, რომელთათვის შეტყობინება SIGMET და AIRMET ექვემდებარება გადაცემას კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდების ბორტებზე, განსაზღვრულია რეგიონული სააერნაოსნო შეთახმებით.
4. შეტყობინებების, პროგნოზების და ინფორმაციების SIGMET და AIRMET-ის ფორმატი და შინაარსი, რომლებიც წარმოადგენს D-VOLMET-ის შემადგენელ ნაწილს, შეესაბამება ამ წესის IV, VI, და VII თავების დებულებებს.
5. აეროდრომები, რომელთა METAR და SPECI განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.
6. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, რომლის SIGMET და AIRMET განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.
7. ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისთვის ხაზით „მაღლა“ გადაიცემა უახლესი METAR, TAF, SPECI, მოქმედი SIGMET და AIRMET ინფორმაცია.
8. D-VOLMET-ში ჩართული TAF, აუცილებლობის შემთხვევაში კორექტირდება, რათა კავშირის ხაზით „მაღლა“ საჰაერო ხომალდზე გადასაცემ ყოველ პროგნოზში ასახულ იქნეს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის ხელთ არსებული უახლესი ინფორმაცია.
9. თუ საფრენოსნო რაიონისთვის არ არის გაცემული მოქმედი SIGMET ინფორმაცია, D-VOLMET-ში უნდა მიეთითოს NIL SIGME